აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს, ხმაური იყო

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ, ხმაური იყო. ერთმანეთს სამართალდამცავები და ოპოზიციის ლიდერები დაუპირისპირდნენ.

როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან გაყალბებული საარჩევნო ოქმები გამოფინეს. ბათუმის მერიის თანამშრომლებმა მათი ჩამოხსნა სცადეს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებენ, რომ ოქმების დიდი ნაწილი ბათუმის უბნებიდან არის წარმოდგენილი, სადაც არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციები აჭარის მთავრობის სახლთან 8 ნოემბერს დაიწყო, ხოლო მასშტაბური აქცია კვირას 17:00 საათზე ჩატარდება. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, რაშიც "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებენ.

აჭარის მთავრობის სახლთან გაშლილია კარვებიც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა