ამირან გამყრელიძე - გამოხატვის უფლება ერთ-ერთი მთავარია, თუმცა ამაზე წინ ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება დგას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გამოხატვის უფლება ერთ-ერთი მთავარია, თუმცა ამაზე წინ ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება დგას.

ამირან გამყრელიძემ აქციების შესახებ კომენტირებისას აღნიშნა, რომ მსგავსი თავშეყრები ვირუსის გავრცელების რისკს ზრდის.

„დღეს ქვეყანაში ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით რთული მდგომარეობაა ზოგადად. ამას ემატება მიმდინარე პოლიტიკური პროცესი. დარწმუნებული იყავით, დღეს პოლიტიკური პროცესი საერთოდ რომ არ იყოს ქვეყანაში, ანუ არჩევნების პერიოდში არ ვიყოთ, ბევრი რამის უფრო აქტიურად გაკეთება იქნებოდა შესაძლებელი. ერთ-ერთი მთავარი, რასაც ხშირად ვაჟღერებთ დიდი თავყრილობებისგან თავის შეკავება გახლავთ, რომელიც რისკებს ზრდის. ნებისმიერი დიდი თავშეყრა იქნება ეს პოლიტიკოსების თუ არაპოლიტიკოსების, რა თქმა უნდა, შემთხვევების ზრდის მომატებული რისკია. პოლიტიკურ პროცესს ვერავინ შეაჩერებს, თუმცა გთხოვთ, მაქსიმალურად დავიცვათ წესები. გამოხატვის უფლება რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარია, თუმცა ამაზე წინ მემგონი დგას ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება, ამიტომ გავაანალიზოთ ეს ყველაფერი და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება “,-აღნიშნა გამყრელიძემ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, „რა მიზეზიც არ უნდა იყოს, რიტუალი თუ აქცია, ახლა ამის დრო ნამდვილად არაა.“

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს