ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება - მომხრე ვართ გაგრძელდეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები

ოკუპირებული აფხაზეთი მომხრეა გაგრძელდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და ამ ფორმატს განიხილავს მნიშვნელოვან მექანიზმად სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდაჭერის საკითხში.

„სპუტნიკის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამავე დე ფაქტო უწყებაში კომენტარი გაკეთდა ეუთოში ამერიკის ელჩის ჯეიმს გილმორის ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე გამოსვლაზე, რომელიც ვენაში 12 ნოემბერს შედგა.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გილმორმა აქცენტი გააკეთა კორონავირუსის გამო ჟენევის დისკუსიის არშემდგარ რაუნდზე, რომელიც, მისი თქმით, რუსულმა მხარემ ჩაშალა.

„ჟენევის დისკუსიების მუშაობაში დაინტერესებულია ყველა მონაწილე. უკვე დროა ამის გაცნობიერება და შეწყდეს ამ თემაზე სპეკულირება“ , - განაცხადეს დე ფაქტო უწყებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა