აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი ხმაურის ფონზე მიიღო

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი ხმაურის ფონზე მიიღო.

როგორც უსკო-ს თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია აცხადებს, უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ კანონის დაცვით იმუშავა და ოპოზიციის მხრიდან წაყენებული ბრალდებებს კი უსაფუძვლოს უწოდებს.

„მესმის, რომ ყველა ადამიანს აქვს პროტესტის და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, მე ვერ შევალ პოლიტიკურ შეფასებებში, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ უმაღლეს საარჩევნო კომისიაში არ შემოსულა არც ერთი საჩივარი შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით და ვერ მოხდებოდა იმის განხილვა, რაც ბუნებაში არ არსებობს“, - განაცხადა პარმენ ჯალაღონიამ.

თავის მხრივ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ უსკო-მ გაყალბებული შემაჯამებელი ოქმი მიიღო, რითაც ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატს „ქართული ოცნებიდან" 22 ხმით გაამარჯვებინა.

გიორგი კირთაძის თქმით, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარების მიზნით აქციებს კვლავ გააგრძელებს.

ცნობისთვის, უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტური ჩანიშნა. მეორე ტური ხულო, ქედა, შუახევსა და ბათუმში გაიმართება.

პირველ ტურში ბარიერი ორმა პარტიამ გადალახა. არჩევმების მეორე ტურში მონაწილეობაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უარს აცხადებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა