გორის მერია მოქალაქეებს ელექტრონულ მომსახურებას სთავაზობს

გორის მერია მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს დისტანციურ მომსახურებას ახალი ელექტრონული პლატფორმის საშუალებით სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ელექტრონული მმართველობის სისტემა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში უკვე ამუშავდა, საზოგადოებასა და საჯარო უწყებას შორის თანამშრომლობას მნიშვნელოვნად ამარტივებს.

ამასთან, პროგრამის საშუალებით მოქალაქე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეძლებს გორის მუნიციპალიტეტში განცხადების რეგისტრაციას, საკუთარი იდეის მერისთვის გაცნობას, დეტალური ინფორმაციის მიღებას მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. ასევე შეძლებს ოპერატიულად დახმარების მიღებას ონლაინ რეჟიმში.

ბიზნეს ანალიტიკოსის, ირმა სეხნიაშვილის თქმით, ელექტრონული პლატფორმის მიზანი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი და კომფორტული მომსახურების მიწოდებაა.

„მეტი ხელმისაწვდომობა და გამჭვირვალობა, შემცირებული დრო და ხარჯები, სწრაფი უკუკავშირი, თანამონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა ერთიანი ელექტრონული მმართველობის სისტემის უპირატესობებია. სისტემა ასევე იძლევა ერთი ფანჯრის პრინციპით ერთი მუნიციპალიტეტის მომსახურების სხვა მუნიციპალიტეტში მიღების შესაძლებლობასაც, რაც გაცილებით ზრდის მომსახურების ხელმისაწვდომობას. აღნიშნული სისტემის დანერგვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტში სამ ეტაპიანი პროექტი 7 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა. ელექტრონული პლატფორმის მიზანი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი და კომფორტული მომსახურების მიწოდებაა“, - აღნიშნა ბიზნეს ანალიტიკოსმა ირმა სეხნიაშვილმა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში ერთიანი საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის დანერგვის პროცესს უძღვებოდა.

აღნიშნული მომსახურებების მიღება შესაძლებელია შემდეგ ვებ გვერდებზე: განცხადების რეგისტრაცია - ms.gov.ge, შენი იდეა ქალაქის მერს - idea.municipal.gov.ge, მუნიციპალური პროექტების მონიტორინგი - build.municipal.gov.ge, მოქალაქეთა ონლაინ დახმარება - ms.gov.ge

პროექტს თბილისის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთითა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს.

გიორგი კაჭარავა - ყაზახეთში არსებული ვითარება ბევრ კითხვებს ბადებს, თუ რა სცენარით განვითარდება პროცესები, დასკვნების გაკეთება აშკარად ნაადრევია
მამუკა გამყრელიძე - მსოფლიოში  დაიწყო ახალი გადანაწილება,  არსებული შეთანხმებები და  ფორმატები  ეფექტურად ვეღარ მუშაობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.01.2022
იოსებ ბარათაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე  ერთი მხრივ, შერჩევითი და შეკვეთილი  მართლმსაჯულების, ხოლო მეორე მხრივ კი გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის ნიმუშია
ავერსი სოციალურად დაუცველ პენსიონერს მერიის 500-ლარიანი ვაუჩერის პროგრამის ფარგლებში მოემსახურება ყოველდღე ფასდაკლებით და საჩუქრად გადასცემს 50-ლარიან სასაჩუქრე ბარათს
„მაგნიტში“ გრანდიოზული საიუბილეო გათამაშება დაიწყო
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტების ჩართვას სხვადასხვა პირობით გვთავაზობს
IONIQ 5-ისა და TUCSON-ის ჰოლივუდური დებიუტი ახალ სპაიდერმენში