ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლებამ ხმები მოპარა ქართველ ხალხს, რასთან შეგუებაც ტოლფასია იმისა, რომ საქართველოში არჩევნებს აზრი არასდროს ჰქონდეს

ვითხოვთ და აუცილებლად მივაღწევთ ხელახალი არჩევნების ჩატარებას, - ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “ინტერპრესნიუსს” პარლამენტთან ოპიზიციის მიერ დაგეგმილი აქციის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან დღევანდელი აქციის მოთხოვნა კვლავ არის ხელახალი არჩევნების ჩატარება.

“იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ხელისუფლებამ არჩევნები მოგვპარა, ხმები მოპარა ქართველ ხალხს. ამასთან შეგუება ტოლფასია იმისა, რომ საქართველოში არჩევნებს აზრი არასდროს ჰქონდეს. ამიტომ, ამაზე შეგუებას ჩვენ არ ვაპირებთ. ვითხოვთ და აუცილებლად მივაღწევთ ხელახალი არჩევნების ჩატარებას“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, დღევანდელ აქციაზე აუცილებლად დაანონსდება შემდეგი აქცია, რომელიც დაკავშირებული იქნება მაიკ პომპეოს ვიზიტთან.

„ეს, ცხადია, არ არის აქცია პომპეოს წინააღმდეგ. ეს არის უბრალოდ აქცია, რომლითაც ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა პოლიტიკოსმა დაინახოს და გაიგინოს ქართველი ხალხის მოთხოვნა“ ,- განაცხადა ბურჯანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა