წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას 7 მილიონი მოხმარდება

წყალმომარაგების კომპანიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების: ფარცხანაყანევის, ოფშკვითის, უკუნეთის, ბროწეულასა და მესხეთის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია წყალმომარაგების სისტემის, სათავე ნაგებობების, სატუმბო სადგურის, რეზერვუარისა და კორპუსების შიდა გაყვანილობის მოწყობა, ასევე მოსახლეობის გამრიცხველიანება.

„წყალამომარაგების კომპანიამ მიმდინარე წელს იმერეთის რეგიონში, არაერთი მასშტაბური პროექტი განახორციელა. შედეგად, მოსახლოებას წლების განმავლობას არსებული პრობლემა მოუგვარდა და სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით უკვე სარგებლობს.

ამჯერად, კომპანიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების: ფარცხანაყანევის, ოფშკვითის, უკუნეთის, ბროწეულასა და მესხეთის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.

ამ დროისთვის, აღნიშნულ სოფლებში არსებული წყალმომარაგების ქსელი ამორტიზებულია, რის გამოც ხშირია დანაკარგები.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წყალმომარაგების სისტემის, სათავე ნაგებობების, სატუმბო სადგურის, რეზერვუარისა და კორპუსების შიდა გაყვანილობის მოწყობა, ასევე მოსახლეობის გამრიცხველიანება .

პროექტს 7 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობა წყალამომარაგების განახლებული ინფრასტრუქტურით იქნება უზრუნველყოფილი”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო