ქობულეთში მამაკაცი მოკლეს

ქობულეთში, სოფელ ხალაში შუახნის მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება თანასოფლელებს შორის მოხდა.

„როგორც ვიცი, ძალიან კარგი მეზობლები იყვნენ. წინათ კონფლიქტი არ ჰქონიათ. სხვა დეტალები არ ვიცი. მოკლულ 31 წლის მამაკაცს ოჯახი ჰყავდა, მისი მეუღლე შვილს ელოდება", - აცხადებს ქობულეთის მერიის წარმომადგენელი მზია აბაშიძე.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა