ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფლების გაზიფიცირება მიმდინარეობს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სამუშაოები უკვე დასრულებულია და მოსახლეობა ბუნებრივი აირით სარგებლობს სოფლებში: ქვიშარი, ჭრებალო, პირველი ტოლა, ხვანჭკარა, ღვიარა, ბოსტანა, სადმელი, ძირაგეული, კვაცხუთი, წესი, იწა. ასევე, ამ ეტაპზე გაზიფიცირების პროცესი გრძელდება სოფლებში: ნიკორწმინდა, თლუღი, ხოტევი, ჭელიაღელე, აგარა, ჩორჯო, მეორე ტოლა, ჭყვიში, ხიმში, გორი, ახალსოფელი.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2017-2020 წლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 22 სოფლის გაზიფიცირება განხორციელდა ან მიმდინარეობს, რაც ჯამში 6 000-მდე აბონენტს მოიცავს.

„საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალსადენი სისტემის მოწესრიგების პარალელურად, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სოფლების გაზიფიცირების პროცესი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021-2024 წლებში, გაგრძელდება გაზიფიცირების ახალი სამთავრობო პროგრამა, შედეგად კი 2023 წლის ბოლოს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა და მათ შორის ჩვენი მუნიციპალიტეტი სრულად, ბუნებრივი აირით ისარგებლებს“, - განაცხადა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს