დუშეთის მუნიციპალიტეტში, ახალი დაცული ტერიტორია - არაგვის დაცული ლანდშაფტი შეიქმნება

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის, პირაქეთა ხევსურეთისა და გუდამაყრის ტერიტორიებზე ახალი დაცული ტერიტორია - არაგვის დაცული ლანდშაფტი შეიქმნება. ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ექსპერტებმა მომზადებული დოკუმენტების წარდგენა და სახელმწიფო რწმუნებულის პროცესში ჩართულობისა და მისი მხარდაჭერის შესაძლებლობები განიხილეს.

„მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მაცაცო (მანანა) ნარიმანიძე - საქართველოში ჩეხეთის საელჩოს არაგვის პროგრამების მენეჯერს ვოიტეჰ კუბეჩის, პროექტის - "არაგვის დაცული ლანდშაფტის დაარსება და მდგრადი მართვის" მენეჯერს მიხაელ ჰოსეკის და ამავე პროექტის ეროვნულ კოორდინატორს კახა ბახტაძეს შეხვდა. 2020 წელს, საქართველოს პარლამენტმა 2 მოსმენით განიხილა კანონი არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ, რომლის მიზანია დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის, პირაქეთა ხევსურეთისა და გუდამაყრის ტერიტორიებზე შეიქმნას ახალი დაცული ტერიტორია - არაგვის დაცული ლანდშაფტი. აღნიშნული დაცული ტერიტორიის შექმნის მხარდაჭერაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ ჩეხი ექსპერტები, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით", - განაცხადა მანანა ნარიმანიძემ.

მათივე ცნობით, "არაგვის დაცული ლანდშაფტის დაარსება და მდგრადი მართვის" (პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ) კანონპროექტის ფარგლებში შემუშავებულია დაცული ტერიტორიის მმართველობის მოდელი, ზონირების რუკა და არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო