ოპოზიცია აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციისთვის ემზადება

ოპოზიცია აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციისთვის ემზადება

აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აქციისთვის ემზადებიან. ადგილზე მონტაჟდება სცენა.

როგორც ისინი აცხადებენ, დღეს 17:00 საათზე აჭარის მთავრობის სახლთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება. მათი თქმით, პროტესტის მიზეზი ქვეყანაში 31 ოქტომბერს გაყალბებული არჩევნებია.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, რომ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგეს, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რადგან მიაჩნიათ, რომ არჩევნები "ქართულმა ოცნებამ" გააყალბა.

"უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ, შემაჯამებელი ოქმი გააკეთა და "ქართული ოცნება" ქობულეთში გამარჯვებულად გამოაცხადა. დღევანდელი აქცია სწორედ ამას ემსახურება, რომ საარჩევნო კომისია გადადგეს და ხელახლა არჩევნები ჩატარდეს. მანამდე საპროტესტი აქციები გაგრძელდება“,- აღნიშნა ენმ-ს წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების ლიდერებს და მათ მხარდამჭერებს ერთი კვირაა კარვები აქვთ გაშლილი და პროტესტის 24 - საათიან რეჟიმზე არიან გადასული.