დაბა ასპინძისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას 8 მილიონი ლარი მოხმარდება

წყალმომარაგების კომპანიამ დაბა ასპინძისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების: იდუმალას, ოშორას და ოთას წყალმომარაგების სისტემის პროექტირება - მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა წინადადებები 20 ნოემრბიდან - 25 ნოემრბის ჩათვლით უნდა წარადგინონ.

„სამუშაოებისთვის 8 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.დაბა ასპინძაში არსებული სათავე ნაგებობა და რეზერვუარები საჭიროებს რეაბილიტაციას. მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო დიდია წყლის დანაკარგი.

რაც შეეხება, იდულას, ოშორას და ოთას, აღნიშნულ სოფლებში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება არსებული სათავე ნაგებობა და რეზერვუარები. დამატებით, სოფლებისთვის მოეწყობა რეზერვუარები და წყალმომარაგების სრულიად ახალი სისტემა. გარდა ამისა, მოხდება მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 24 თვეში უნდა შეასრულოს. შედეგად, დაბა ასპინძისა და სამი სოფლის მოსახლეობა 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს