ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი გარდაიცვალა

ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 173 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ე.წ. რესპუბლიკურ სამედიცინო ცენტრში 36, ხოლო ბავშვთა საავადმყოფოში 136 პაციენტია მოთავსებული. ბოლო 24 საათში 20 პაციენტი გაეწერა.

ბოლო მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, დაინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეანიმაციულ განყოფილებაში 11 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

დე ფაქტო რესპუბლიკის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა