ბათუმში ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები ქუჩებში მსვლელობის მოწყობას გეგმავენ

ბათუმში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები უნივერსიტეტის შენობასთან იკრიბებიან და ქუჩებში მსვლელობის მოწყობას გეგმავენ.
აქციის მონაწილეების მთავარი ლოზუნგია "დაიცავი შენი ხმა", ისინი ამ გზავნილით ბათუმში მცხოვრებლებს აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.
აქციის მონაწილეებს მოქალაქეები აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტიდან შეუერთდებიან და მსვლელობას აჭარის მთავრობისკენ მოაწყობენ, სადაც დამონტაჟებულია სცენა და ოპოზიციის ლიდერები განცხადებას გააკეთებენ.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს, რათა მიაჩნიათ, რომ 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.

























