იოსებ ხახალეიშვილი - მოსახლეობას ვპირდები, რომ მხოლოდ მათი ჩართულობით და რაციონალური რჩევით განვაგრძობ ქალაქის უმთავრესი პრობლემატური საკითხების მოგვარებას

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საარჩევნო კამპანიას აქტიურად განაგრძობს.

მორიგი ინდივიდუალური შეხვედრები იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან ერთად გამარჯვების მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან გამართა.

ჯავახიშვილის, ჭონქაძის, მარჯანიშვილის, მელიქიშვილს, აბაშიძის ქუჩის მცხოვრებლები კანდიდატის საარჩევნო პროგრამას გაეცნენ და პროგრამის მთავარ გზავნილებთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვეს.

"არ მიყვარს ხმამაღალი დაპირებები. ყველა სიტყვას უნდა მოჰყვეს საქმე და სწორედ ეს მინდა ხოლმე მივიტანო თითოეულ მოქალაქემდე. გამარჯვების ადმინისტრაციული ერთეულის ჯავახიშვილის, ჭონქაძის, მარჯანიშვილის, მელიქიშვილს, აბაშიძის ქუჩის მოსახლეობასთან საუბრების დროს აღვნიშნე, რომ ვპირდები ერთს - მხოლოდ მათი ჩართულობით და რაციონალური რჩევით განვაგრძობ ჩვენი ქალაქის უმთავრესი პრობლემატური საკითხის მოგვარებას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, რაც აუცილებლად განხორციელდება კულტურის, განათლების, სპორტის, მედიცინის და სოციალური სფეროების აქტიური ხელშეწყობის პარალელურად", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა