ნიკა მელია - ჩვენ ხელახალ არჩევნებს კი არ ვითხოვთ, უბრალოდ არჩევნებს ვითხოვთ,  არჩევნებს, რომელიც არ ჩატარებულა 31 ოქტომბერს

აჭარის მთავრობის სახლთან რეგიონის ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია შეუერთდა.

როგორც მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ოპოზიცია არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, რომელიც 31 ოქტომბერს ქვეყანაში არ ჩატარდა.

"ბათუმი არ არის მხოლოდ სიყვარულის ქალაქი, ეს გამარჯვების ქალაქია. თქვენ იცით, რას ნიშნავს, როცა ხელისუფლება თავისუფლებას მარწუხებში აგდებს. 1991 წლიდან 2004 წლამდე, თითქოს დამოუკიდებელ რესპუბლიკაში მცხოვრებ ხალხს ჩვენ არ გვქონდა თავისუფალი ცხოვრება ამ რეგიონში, ამ ქალაქში, იმიტომ, რომ ერთი ადამიანი მართავდა. სამწუხაროდ, იმ რეალობას, ნაწილი შეეგუა , თუმცა გამოჩნდნენ აქტიური ადამიანები, რომლებმაც გააპროტესტეს იქამდე, სანამ ეს ადამიანი არ ჩაჯდა თვითმფრინავში და წავიდა. ახლა იგივე მდგომარეობა გვაქვს, უფრო დიდ მასშტაბში, ეროვნულ დონზე ივანიშვილის მასშტაბში, რომელიც მარწუხებში აგდებს მთელს რესპუბლიკას. ჩვენ ხელახალ არჩევნებს კი არ ვითხოვთ, ან ახალ არჩევნებს, უბრალოდ არჩევნებს ვითხოვთ, არჩევნებს, რომელიც არ ჩატარებულა 31 ოქტომბერს", - აღნიშნა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, ქვეყანას ყალბი ხელისუფლება მართავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა