ირაკლი კუპრაძე - ჩვენი მიზანია შევქმნათ ოპოზიციური ერთობა, რომელიც არ იქნება ბელადებზე დამყარებული

ჩვენ ვხედავთ, რომ რიგი გუნდები არღვევენ ოპოზიციური ფორმატის შეთანხმებებს, რაც მიუღებელია, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა "ლელოს" აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

იგი, დღეს ბათუმში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციას გამოეხმაურა, რომელიც "ლელოს" წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

"ლელო საქართველოსთვის" გუნდი აფიქსირებს ცალსახა პოზიციას, რომ „ლელო“ დგას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში - ის ორი ძირითადი მოთხოვნა, რომელიც ეხება ახალი არჩევნების დანიშვნას და რომელიც ეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის გათავისუფლებას ივანიშვილის მარწუხებისგან და ჟვანიას გავლენებისგან. ჩვენ ამ ბრძოლაში ვიქნებით უპრეცედენტოდ პრინციპულები და ცალსახად გავაგრძელებთ ბრძოლას ოპოზიციურ ერთობასთან ერთად. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვხედავთ, რომ რიგი გუნდები არღვევენ ოპოზიციური ფორმატის შეთანხმებებს. ამ ოპოზიციური შეთანხმების დარღვევა არის მიუღებელი, რომელიც ეწინააღმდეგება მთავარ მიზანს, და მიზანი არის ახალი არჩევნები, ცესკოს გათავისუფლება და ივანიშვილის სახლში გაშვება. ჩვენ ვაპირებთ, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ ოპოზიციურ ერთობასთან ერთად, რომელიც არის უპრეცედენტოდ ერთიანი. ჩვენი მთავარი პრინციპია ის, რომ არ ვაპირებთ პარტიულ ღონისძიებებში და პარტიულ აქციებში მონაწილეობის მიღებას. ერთი პარტია ვერ იქნება ის გუნდი, რომელიც ხელის გადაგრეხვის პოლიტიკით დაგველაპარაკება ჩვენ, დამოუკიდებელ პოლიტიკურ გუნდებს. ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი ოპოზიციური ერთობა, რომელიც არ იქნება ბელადებზე დამყარებული. მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიასა და გუნდს, რომ კონცენტრირება მოვახდინოთ ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაზე",- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა