თელავის საბავშვო ბაღებში სასურსათო კალათების გაცემა მიმდინარეობს

თელავის საბავშვო ბაღებში სასურსათო კალათების გაცემა მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ 32 საბავშვო ბაღში სასურსათო კალათების გაცემის მესამე ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სასურსათო კალათი საბავშვო ბაღების 2 992 აღსაზრდელს გადაეცემა. კალათში პირველადი მოხმარების არამალფუჭებადი პროდუქტებია მოთავსებული.