თორნიკე რიჟვაძე - “სირცხვილის კორიდორების” მოწყობა არის „ნაცმოძრაობის“ უმწიფარი გადაწყვეტილება, უნიჭოდ დგამენ და მართლაც უკადრებელს კადრულობენ

“სირცხვილის კორიდორების” მოწყობა არის „ნაციონალური მოძრაობის“ უმწიფარი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა. თორნიკე რიჟვაძემ კომენტარი გააკეთა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ ე.წ. სირცხვილის კორიდორების მოწყობაზე. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, ხელისუფლება ემზადება მეორე ტურებისთვის და ამ პროცესს ხელს ვერავინ შეუშლის.

,,რაც შეეხება სირცხვილის კორიდორებს, ეს არის აბსოლუტურად უმწიფარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, პოლიტიკური სიახლეები. კორიდორები და მათი საქციელი მგონი უფრო სასირცხვილოა, ვიდრე რომელიმე მათი ორგანიზებული უნიჭო პერფორმანსები. ვერანაირი “სირცხვილის კორიდორები” ვერ მოეწყობა, თვითონ იარონ ამ “სირცხვილის კორიდორებში”. უნიჭოდ დგამენ და მართლაც უკადრებელს კადრულობენ. უნდა შერცხვეთ იმ უნიჭო პერფორმანსების, რასაც მათი დავალებით აკეთებენ ის პატარა უნიჭო აქტორების ჯგუფი“,- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მან ამომრჩეველს მოუწოდა აქტიურად მიიღოს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში და დააფიქსირონ პოზიცია.

,,ჩვენ მეორე ტურში მივიღებთ მონაწილეობას, გავიმარჯვებთ. გვაქვს საკმაოდ დიდი შესაძლებლობა, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი ვიყოთ საკონსტიტუციო უმრავლესობით. ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს და ვაპირებთ, რომ ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ. ჩვენ ძალიან აქტიურად ვემზადებით მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად. გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პერიოდი პოლიტიკური ცხოვრების. მათ შორის იმ პრობლემებზე რეაგირების, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს, როგორც მთავრობის დამტკიცება, ასევე ყველა პროცედურა იქნას მოკლედ დროში დასრულებული. ვინაიდან გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელზეც მთავრობა ვალდებულია ჰქონდეს რეაგირება“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო