იოსებ ხახალეიშვილი - თითოეულს შეგვიძლია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად სულხან-საბას ადმინისტრაციულ ერთეულში წიწვოვანი ნაძვის ნერგები დარგო. აღნიშნულ ინფორმაციას მერობის კანდიდატის შტაბი ავრცელებს.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ეკოლოგია 21-ე საუკუნეში დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა და ყველაზე დიდი გამოწვევაა.

"ადამიანმა დაიწყო ბუნების დაუნდობელი ექსპლუატაცია და ეს გვიბრუნდება ბუნებრივი კატაკლიზმებით და ეპიდემიებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევეჭიდებით გლობალურ მასშტაბებს, მაგრამ თითოეულს შეგვიძლია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გამწვანებაში. სწორედ ეს არის ჩვენი დღევანდელი აქციის ინსპირაცია, თუმცა ეს არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება. მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას და ჩვენ ქალაქს“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა