ნინო ბურჯანაძე - თუ ვინმეს ნორმალურად მიაჩნია, რომ საქართველოში ხმებს იპარავენ და ოფისებს წვავენ, მაშინ ასეთმა ამომრჩეველმა უნდა გაიაროს სირცხვილის კორიდორში

ეს არ არის სირცხვილის კორიდორი იმდენად, რამდენადაც გამოფხიზლების - რომ გაივლით შეურაცხყოფა თუ გეკუთვნით მიიღებთ თუ არ გეკუთვნით არ მიიღებთ, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ლევან ვაშალომიძის განცხადებას, სადაც ვაშალომიძემ ამომრჩევლებს 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის დღეს, სირცხვილის კორიდორის მოწყობისკენ მოუწოდა.

მისივე თქმით, რიგითი ამომრჩეველი ზარალდება იმით, რომ ხელისუფლების სათავეში თაღლითები არიან, რომლებიც მოქალაქეებს არჩევანს პარავენ და ყველა მოქალაქემ ამაზე უნდა იფიქროს.

„მე მიმაჩნია ერთი რამ - მე მაგალითად თავს ვალდებულად ვგრძნობდი, რომ დამეცვა როგორც ჩემი, ასევე „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ხმები თუ რომელიმე ამომრჩეველი თვლის, რომ „ქართული ოცნების“ ხმები უნდა იყოს დაცული და ბურჯანაძის, მელიას, უგულავას ან ნებისმიერი სხვა პარტიის ხმა უნდა იქნას მოპარული და ნორმალურად მიაჩნია, რომ საქართველოში ხმებს იპარავენ, ოფისებს წვავენ, მაშინ ასეთმა ამომრჩეველმა უნდა გაიაროს სირცხვილის კორიდორში“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა