ბათუმში ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობა დაიწყო

ბათუმში ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სიმბოლური კაფსულა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან და სკოლის გენერალურ დირექტორთან ნინო ჩიკვაშვილთან ერთად ჩააგდო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბოლო 1 თვის განმავლობაში საფუძველი ჩაეყარა კავკასიის უნივერსიტეტის მშენებლობასაც.

„ბათუმში აქტიურად შენდება და ძალიან მალე დასრულდება განათლების და მეცნიერების ქალაქი. ბოლო ერთი თვის განმავლობაში საფუძველი ჩავუყარეთ კავკასიის უნივერსიტეტის მშენებლობასაც. დღეს გამორჩეული დღეა, ვინაიდან საფუძველი ჩაეყარა საერთაშორისო ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობას, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენს ქალაქში, რეგიონში ყველას ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ხარისხიან განათლებაზე, როგორც სკოლამდელი, ასევე წინა საუნივერსიტეტო პროგრამების თვალსაზრისით.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოსწავლეები, ჩვენი ახალგაზრდები იმ ხარისხის მიხედვით იღებდნენ განათლებას, რაც მათ გახდის კონკურენტუნარიანს როგორც ქვეყნის, ასევე საერთაშორისო და გლობალურ ბაზრებზე.

განსაკუთრებით მახარებს კერძო სექტორის აქტიურობა, მათი დაინტერესება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ბათუმი ვითარდება არა მხოლოდ სამშენებლო ტურისტული მიმართულებით, არამედ განათლებასაც დიდი ყურადღება და რესურსი ეთმობა“,-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ცნობით, ქართულ-ამერიკული აკადემია, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების აუდიტორიებით, სპორტდარბაზებით, კაფეტერიებითა და ლაბორატორიებით, 2021 წელს გაიხსნება. განხორციელდება 10 მილიონი ლარის ინვესტიცია. აკადემია 800-მდე მოსწავლეს მიიღებს და მათ უმაღლესი ხარისხის ეროვნულ და ამერიკულ განათლებას შესთავაზებს.

ამასთან, აღნიშნულ პროექტს სკოლა „პროგრესი“ შპს „ანაგი განათლებასთან“ ერთად განახორციელებს. ეს იქნება პირველი ქართულ-ამერიკული საერთაშორისო აკადემია დასავლეთ საქართველოში სკოლამდელი, დაწყებითი, საბაზო, საშუალო განათლებისა და წინასაუნივერსიტეტო პროგრამებით. აკადემიას ასევე ექნება ამერიკული საატესტატო-სადიპლომო უმაღლესი სკოლა მათთვის, ვისაც სურს ამერიკული საერთაშორისო ატესტატის აღება და სწავლის გაგრძელება საერთაშორისო კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში.

პროგრამა აკრედიტირებულია ამერიკის სააკრედიტაციო სააგენტოს "AdvancED"-ის და „უმაღლესი სასწავლებლების საბჭოს" მიერ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა