მირდატ ქამადაძის განცხადებით, გუშინდელი საპროტესტო აქციის პარალელურად, კრიმინალურმა ჯგუფმა „ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დააზიანეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მირდატ ქამადაძის განცხადებით, გუშინ საპროტესტო აქციის პარალელურად, კრიმინალურმა ჯგუფმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დააზიანეს.

მირდატ ქამადაძის განმარტებით, მათ ოფისის დაზიანებაში ხელისუფლების ხელწერას ხედავს.

„გუშინ, როცა აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას ვმართავდით, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისს დაესხნენ და დააზიანეს შენობის მინები. ეჭვი გვაქვს, რომ ხელისუფლებასთან კოორდინირებულად მოხდა.

მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს შევატყობინეთ და ფაქტზე გამოძიება დაიწყეს",- აღნიშნა ქამადაძემ

შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა