ამირან გამყრელიძე - ვირუსის შიდა გავრცელება სერიოზულია, ინფექციის დაწყებიდან დაახლოებით 4 000 სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდვირუსზე სამედიცინო პერსონალი ორ კვირაში ერთხელ იტესტება, უშუალოდ კოვიდკლინიკების პერსონალი იტესტება შვიდ დღეში ერთხელ, ხოლო სასწრაფო სამედიცინო პერსონალი - 72 საათში ერთხელ. როგორც გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინზე განმარტა, ეს იმისთვის კეთდება, რომ სწრაფად მოხდეს ინფიცირებული პერსონალის იზოლირება, რათა ის შემდგომი გავრცელების წყარი არ გახდეს.

“ქვეყანაში ვირუსის შიდა გავრცელება სერიოზულია. არ არის დაცული სამედიცინო პერსონალი. მაგალითად დღეს, ბოლო 24-საათის განმავლობაში, ინფიცირებულია დამატებით 120 სამედიცინო პერსონალი - აქ იგულისხმება ექიმი, ექთანი და უმცროსი სამედიცინო პერსონალი. ინფექციის დაწყებიდან დაახლოებით 4 000 სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული. რა თქმა უნდა, მათი უმრავლესობა გაუმჯობესდა და სამუშაო ადგილს დაუბრუნდა, მაგრამ პერიოდულად ისინი ინფიცირდებიან“, - განუცხადა ჟურნალისტებს ამირან გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა