რუსთავის ცენტრალურმა საავადმყოფომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღება დაიწყო

რუსთავის ცენტრალურმა საავადმყოფომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღება დაიწყო. საავადმყოფოს ბაზაზე გახსნილ კოვიდმიმღებ კლინიკაში, დღეისათვის 60 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.

როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში კლინიკის დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განაცხადა, 60 პაციენტიდან 50 თერაპიულ განყოფილებაშია მოთავსებული, 10-ის მდგომარეობა მძიმეა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში, კორონავირუსით ინფიცირების 17 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 7 ცენტრალური საავადმყოფოს მედპერსონალია.

პაპუნა ბახტაძის განცხადებით, ინფიცირებულ მედპერსონალს ,,კოვიდ 19“-ის მსუბუქი ფორმა აქვს და მკურნალობას სახლში გადის.

კორონავირუსით ინფიცირების 7 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა ბოლო 24 საათში კლინიკა ,,რუსთავის“ ცხელების ზონაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს