ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში იმყოფება

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვი „სამუშაო ვიზიტით“ რუსეთის ფედერაციაში იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ბიბილოვის „პრესსამსახურზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

„მოსკოვში ანატოლი ბიბილოვი ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გამართავს. შეხვედრების დროს მხარეები ისაუბრებენ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე კორონავირუსის ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე,“- აცხადებენ ბიბილოვის „პრესსამსახურში“.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას სოჭში შეხვდა. მედიის ინფორმაციით, შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა