ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის გამოსავლენად ტესტირება 208 ადამიანის ჩაუტარდა, რის შედეგად კორონავირუსი 34 ადამიანს დაუდგინდა. დაინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 5099-მდე გაიზარდა.

ე.წ. ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 3470-მდე გაიზარდა.

გუდაუთის საავადმყოფოში 84 კოვიდინფიცირებული იმყოფება, რომელთაგან მძიმე მდგომარეობაშია 31 პაციენტი, 22 მათგანის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 25 კოვიდდადასტურებული პირი მკურნალობს. სოხუმში, მობილურ ჰოსპიტალში 32 პაციენტია მოთავსებული. მათგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა, 27-ის კი საშუალო სიმძიმის.

კორონავირუსით ოკუპირებულ აფხაზეთში ერთი ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 62 შეადგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა