ნუგზარ წიკლაური განმარტავს, ვისთვის მოეწყობა ე.წ. სირცხვილის კორიდორი

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური განმარტავს, ვისთვის მოეწყობა ე.წ. სირცხვილის კორიდორი.

როგორც წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ე.წ. სირცხვილის კორიდორის გავლა არა „ქართული ოცნების“ გულწრფელ მხარდამჭერებს, არამედ იმ ადამიანებს მოუწევთ, ვინც არჩევნების გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა.

„ვინც ჩვენ დავიქირავეთ, ვისაც ჩვენ ხელფასებს ვუხდით, იმის მაგივრად, რომ ქართველი ხალხის ნებას მოემსახურონ ასხვაფერებენ, აყალბებენ არჩევნებს, იქცევიან ისე როგორც ყველაზე უფრო ამორალური და ზნედაცემული ადამიანები. ამ ადამიანებს, ყოველთვის "სირცხვილის კორიდორები" ექნებათ არა მხოლოდ საარჩევნო უბნებთან, არამედ ყველგან, სადაც გამოჩნდებიან. ასეთები არიან ის მოსამართლეები, რომლებმაც სარჩელები არ მიიღეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები, რომლებმაც ათასობით საჩივარზე უარი თქვეს, ესენი იქნებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ვითომ ხალხის რჩეულები“, - განაცხადა წიკლაურმა.

ცნობისთვის, ბათუმში, გუშინ გამართულ აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის დღეს უბნებთან "სირცხვილის კორიდორი" მოაწყონ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს