ზვიად შალამბერიძემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან 2021 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმაში შესატანი ცვლილებები განიხილა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ რეგიონის მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან 2021 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმაში შესატანი ცვლილებები განიხილა, შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, 9 მუნიციპალიტეტმა - ქუთაისი, საჩხერე, ბაღდათი, ხარაგაული, ზესტაფონი, ტყიბული, ჭიათურა, წყალტუბო, ხონი, სახელმწიფო რწმუნებულთან არსებულ სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს ცვლილებების შეტანის თხოვნით მიმართა.

სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომის წევრებმა წარმოდგენილ ყველა პროექტს დაუჭირეს მხარი.

„ვიდეოკონფერენციის ფორმატში თითოეული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისგან მოვისმინე ინფორმაცია, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ცვლილებების შეტანის შესახებ. დეტალურად გავიარეთ ცვლილებების შეტანის აუცილებლობა და ბიუჯეტი. ძირითადად ცვლილებები განხორციელდა შემდეგი მიმართულებებით: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მრავალსართულიანი სახლების ეზოებისა და სადარბაზოების კეთილმოწყობა, დასასვენებელი სკვერებისა და სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, სანიაღვრე სისტემის მოწყობა, ამორტიზებული ხიდების აღდგენა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია. საბჭოს გადაწყვეტილებით რეგიონის მასშტაბით 247 პროექტში შევიდა ცვლილება, რომელთა საერთო ღირებულებაა 97 294 244 ლარი", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მხარის რწმუნებულმა ასევე რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობასა და მართვის პროცესზე დეტალურად ისაუბრა, განიხილა საჭიროებები და მუნიციპალიტეტებს კოვიდის მართვის პროცესში არსებული გამოწვევების ოპერატიულ რეჟიმში გადაჭრის მიზნით შესაბამისი დავალებები მისცა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა