ბათუმში გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი 12 წლის გოგონას კორონავირუსით დაღუპვას გამორიცხავს

ბათუმში გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის ინფორმაციით, 12 წლის გოგონას კლინიკაში მოთავსებამდე ვირუსის სიმპტომები, მათ შორის ტემპერატურა არ აღენიშნებოდა.

ოჯახი ბავშვის კორონავირუსით ინფიცირების ფაქტს გამორიცხავს.

მათი თქმით, რეანომობილს სპეციალური აღჭურვილობა არ ჰქონდა, რის გამოც ჟანგბადის მიწოდება ვერ უზრუნველყვეს.

''დაახლოებით 01:30 საათი იყო, ბავშვი შეუძლოდ გახდა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. იქ სისხლის გადასხმა დაუწყეს, თუმცა ნახევარი ჰქონდა გადასხმული, სასწრაფო გამოიძახეს და თბილისში გადაყვანა გადაწყვიტეს. დაბადებიდან არ ჰქონდა ცალი თირკმელი და კვირაში რამდენჯერმე დიალიზს უკეთებდნენ. იმ დღეს კლინიკაში რა გაუკეთეს არ ვიცი, გზაში დაიღუპა. როგორც მე ვიცი, აზოტი ჰქონდა. კლინიკაში რომ ყოფილიყო, დღეს ცოცხალი მეყოლებოდა.

კორონავირუსი არ ჰქონია, არც სიცხე ჰქონდა და არც ხველა. ტემპერატურით შემოვიდაო რომ ამბობენ, ეგ აწყობთ მაგათ. არავის აქვს სახლში სიცხე, 7 წევრი მყავს. დიალიზი სჭირდებოდა. შაბათ-კვირას დასვენება იყო. საღამოს მითხრა კარგად არ ვარო, ჰაერის უკმარისობა ჰქონდა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ რეანომობილში ჟანგბადი არ ეყო“, - აცხადებს გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა.

იხილეთ ვიდეო: გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი 12 წლის გოგონას კორონავირუსით დაღუპვას გამორიცხავს

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა