“ნაცმოძრაობის" წევრი - 21 ნოემბერს, აჭარაში, საარჩევნო უბნებზე “სირცხვილის კორიდორის” მოწყობა ძალაში რჩება

“ნაცმოძრაობის" წევრი - 21 ნოემბერს, აჭარაში, საარჩევნო უბნებზე “სირცხვილის კორიდორის” მოწყობა ძალაში რჩება

აჭარაში, 21 ნოემბერს საარჩევნო უბნებზე “სირცხვილის კორიდორის” მოწყობა ძალაში რჩება,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი კირთაძის განმარტებით, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვარშალომიძის განცხადება “სირცხვილის კოროდორის” მოწყობასთან დაკავშირებით არ შეცვლილა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები აჭარაში ყველა საარჩევნო უბანთან იქნებიან.

გიორგი კირთაძის თქმით, პროტესტის ამ ფორმით, საზოგადოებას "ქართული ოცნების" მიერ გაყალბებულ არჩევნებს შეახსენებენ. მისივე თქმით, “სირცხვილის კორიდორი” განსაკუთრებით იმ საარჩევნო უბნებზე მოეწყობა, სადაც მმართველი გუნდის წევრები და კომისიის წარმომადგენლები საკუთარ არჩევანს აფიქსირებენ.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ 21 ნოემბრის სამოქმედო გეგმაზე სხვა პარტიებთან ერთად მსჯელობენ და არჩევნების წინა დღეს საზოგადოებას გააცნობენ.