ილიკო სუხიშვილი მოტოციკლით ავარიაში მოყვა

ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი ავარიაში მოყვა. არსებული ინფორმაციით, ილიკო სუხიშვილი მოტოციკლით ხეს შეეჯახა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ილიკო სუხიშვილს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა გადაუდებელი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. მას ზედაპირული მრავლობითი ტრავმები აღენიშნებოდა. როგორც ცენტრში განმარტავენ, სუხიშვილს შესაძლოა, ქვედა კიდურის მოტეხილობა ჰქონდეს. ის შესაბამის სამედიცნიო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო:ილიკო სუხიშვილი მოტოციკლით ავარიაში მოყვა

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში