ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ზუგდიდში ახალი თეატრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ზუგდიდს მალე ევროპული სტანდარტების თეატრი ექნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მერიიდან აცნობეს, სამშენებლო სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა თეატრის დირექტორთან ზურაბ ეგუტიასთან ერთად გაეცნო.

„ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტის შესაბამის თეატრს ვაშენებთ. თეატრი წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო და მსახიობები წარმოდგენას ვერ მართავდნენ. თეატრის მშენებლობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის კულტურული ცხოვრებისთვის. მალე ზუგდიდს გამორჩეული კულტურული ობიექტი შეემატება. მინდა მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს", რომლის დაფინანსებითაც ჩვენს რეგიონში არაერთი სასიკეთო საქმე გაკეთდა“, - აღნიშნა კონსტანტინე კაკავამ.

ახალ თეატრს ორი დარბაზი ექნება, დიდი დარბაზი 570 მაყურებელზეა გათვლილი, მცირე დარბაზი კი 140-ადგილიანი იქნება. თეატრს ასევე ექნება მუზეუმი და სასტუმრო გასტროლებზე ჩამოსული სტუმრებისთვის.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია