ტიტე აროშიძე - უზნეო და უსირცხვილო პარტია “სირცხვილის კორიდორს” ვერ მოაწყობს

უზნეო და უსირცხვილო პარტია “სირცხვილის კორიდორს” ვერ მოაწყობს, - ეს განცხადება "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში ტიტე აროშიძემ ბრიფინგზე გააკეთა. მისი განმარტებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებული „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობა საარჩევნო უბნებზე ანტიკონსტიტუციურია.

"ეს არის უსახური გამოხატულება იმისა თუ როგორ უნდა ჩაშალონ არჩევნები. ეს არის უკანონო, ანტიკონსტიტუციური ქმედება და ამის ექნება თავისი პასუხი. უსირცხვილო და უზნეო პარტიას არ შეუძლია მოაწყოს „სირცხვილის კორიდორი“. ამომრჩეველს მოვუწოდებ, მოვიდეს არჩევნებზე და მიიღოს მონაწილეობა. ეს არის მათი სტილი, შეშინება მუქარა, შანტაჟი. ესე აპირებენ არჩევნების მეორე ტურის ჩაშლის მცდელობას, მაგრამ როგორც ბევრი მცდელობა, ესეც წარუმატებელი იქნება. „სირცხვილის კორიდორები“, რომლებიც დაანონსეს ანტიკონსტიტუციურია. ისინი ვერ მოაწყობენ ვერანაირ „კორიდორებს,"- განაცხადა აროშიძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს