„საქნახშირის" წარმომადგენლის განცხადებით, კომპანია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ინფიცირებულმა ადამიანებმა თავი იგრძნონ კარგად

„საქნახშირში“კორონავირუსული ინფექციის დაფიქსირების გამო საწარმოო პროცესი შეჩერდა. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა გვანცა დელიბაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტნიუსში“ განმარტა, კომპანია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ინფიცირებულმა ადამიანებმა თავი იგრძნონ კარგად.

„ხელფასების საკითხზე, ალბათ, ჯობს უფრო მოგვიანებით ვისაუბროთ, რადგან ცოტა ხნის წინ ჩვენი თანამშრომლები გადავიდნენ გამომუშავებზე, შესაბამისად, ჯობს, რომ ამ თემაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, რათა უფრო დაზუსტებული პასუხი მოგცეთ. თუმცა, კომპანია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა თავი იგრძნონ კარგად და არაფერი მოაკლდეთ. ისეთ ცვლილებები გატარდა „საქნახშირში“, რომ საბოლოოდ, ორივე მხარე იყო ძალიან კმაყოფილი, მაგრამ სამწუხაროა, რომ ასეთი ვითარება დაემთხვა“, - განაცხადა დელიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, შახტებს, ისევე როგორც ადმინისტრაციული შენობას დეზინფექცია მუდამ უტარდებოდა და დაცული იყო ხელისუფლების მიერ დაწესებული ყველა მოთხოვნა. მისივე განმარტებით, ახლა კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინფიცირებულები ქუთაისისა და წყალტუბოს კოვიდ სასტუმროებში განთავსდნენ.

„კომპანია ყველაფერს აკეთებს, რომ ინფიცირებულები განთავსდნენ კოვიდსასტუმროებში. ნაწილი ქუთაისის, ნაწილი კი წყალტუბოს კოვიდ სასტუმროში განთავსდება. ახლა უშუალოდ ამ პროცესებზე ვმუშაობთ, რომ ინფიცირებულების გადანაწილება და მათი ჯანმრთელობის მონიტორინგი მოვახდინოთ დროულად და სწორად. რეგულაციები მოქმედებდა იგივე, რაც თითქმის ყველგან უაშუალოდ შახტაში ჩამსვლელებისთვის, სახალხო ვაგონში თუ უნდა ჩამსხდარიყო 18-19 ადამიანი, შევამცირეთ ეს რაოდენობა 10-11 ადამიანამდე და მათი ხელმძღვანელები, რომლებიც მიჰყვებოდნენ შახტაში, ისინი უშუალოდ აკონტროლებდნენ, რომ მათ ახლო კონტაქტი არ ჰქონოდათ ერთმანეთთან. შახტაში მომუშავეების მიმართ იყო მოთხოვნა, რომ მათ ეტარებინათ პირბადე. აქვე უნდა ითქვას, რომ ყოველი ცვლის დაწყებისა და დასრულებისთანავე დეზინფექცია უტარდება სახალხო ვაგონებსაც, ლიფტსაც და იმ ადგილებსაც, სადაც ეს ადამიანები მუშაობენ, ტერიტორიაზე ვერავინ შედის დღემდე, თუ არა გაიარა თერმოსკრინინგი. ჩვენ მივიჩნევთ, რომ მაქსიმალურად ვეცადეთ და იმედი გვაქვს, რომ ამის იქით საქმე არ წავა,“- განაცხადა გვანცა დელიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქნახშირმა“ საწარმოო პროცესი შეაჩერა. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „საქნახშირში“ დასაქმებულ 144 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს