ირაკლი ჩიქოვანი - ჩემი ამოცანაა შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში ზუგდიდში დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართის პრობლემა ამოვწუროთ

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ყველა დევნილს, ვისაც საჭიროება აქვს, საცხოვრებელი ფართი უნდა ჰქონდეს.

მისი განცხადებით, დევნილების საკუთარი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფისთვის სხვადასხვა პროექტები მიმდინარეობს, მათ შორის, ბინების მშენებლობის, ბინების შესყიდვის და სოფლად სახლის პროგრამები.

„ჩვენ წლებია დევნილ მოსახლეობასთან ერთად ვცხოვრობთ და აქ უკვე არ არის ზღვარი დევნილებსა და ზუგდიდელებს შორის, ჩვენ ერთი გვტკივა, ერთი გვაერთიანებს და ერთი გვახარებს, შესაბამისად მიზნებიც საერთო გვაქვს, თუმცა ამ კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში გვრჩება პრობლემა და ესაა საკუთარი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა. ძალიან ბევრმა ადამიანმა, ათი ათასობით ოჯახმა ისარგებლა უკვე იმ პროგრამებით, რომელიც შეთავაზებული იყო სახელმწიფოს მიერ. ჩემს ამოცანას წარმოადგენს, რომ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში ზუგდიდში დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართის პრობლემა ამოვწუროთ. ყველა დევნილს უნდა ჰქონდეს საცხოვრებელი ფართი, ვისაც აქვს ამის საჭიროება, ამისთვის ძალიან კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული, ახალ წლამდე ჩვენ 1000 -მდე ბინის განაწილება შეგვიძლია. ეს იქნება ამ ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი და ხელშეწყობა. ამის გარდა არის კონკრეტული პროგრამა და დევნილთა სააგენტომ უკვე გააკეთა ამაზე განაცხადი 500 ბინის შესყიდვასთან დაკავშირებით, წლის მეორე ნახევარში კიდევ დამატებით 500 ბინის შესყიდვას ვგეგმავთ და პრაქტიკულად გვაქვს იმის მოლოდინი, რომ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში სრულად დავასრულებთ ამ პრობლემას“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს