ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში გადავიდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში იმყოფება. როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ჯერჯერობით კორონავირუსის სიმპტომები არ აქვს.

„თვითიზოლაციაში გადავედი დღეს, მაგრამ არა თენგიზ ცერცვაძესთან დაკავშირებით, რასაც მეკითხებიან. გუშინ და გუშინწინ ბევრ ინფიცირებულთან მქონდა კონტაქტი, ძირითადად დაცული, მაგრამ გადავწყვიტე თვითმონიტორინგი ვაწარმოო. მე რეგულარულად ვიკეთებ ტესტს. შაბათს მქონდა ბოლო უარყოფითი პასუხი. ამჟამად სიმპტომები არ მაქვს და ჯერ ჩვენება არ არის ტესტის გაკეთების", - განუცხადა გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“.

შეგახსენებთ, რომ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. მას მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება და მკურნალობას სახლში განაგრძობს.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში