აჭარის მთავრობის სახლთან დაპირისპირების დროს „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ჯელალ ქიქავა დააკავეს

აჭარის მთავრობის სახლთან დაპირისპირების დროს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ჯელალ ქიქავა და კიდევ ერთ პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, სამართალწარმოება 173-ე და 166-ე მუხლებით დაიწყო.

როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის შენობაზე სტიკერების წარწერით: "არ დათმო" გაკვრას ცდილობდნენ, რის საშუალებასაც სამართალდამცავები არ აძლევდნენ. აქციის მონაწილეებმა სტიკერები კედელზე განათავსეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

„პოლიცია ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას უნდა იცავდეს, ნაცვლად ამისა პოლიციელები მოქალაქეებს დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა, რამდენიმე პირი კი უსამართლოდ დააკავეს", - განაცხადა ენმ-ს წევრმა მირდატ ქამადაძემ.

ამ დროისათვის აჭარის მთავრობის სახლთან სიმშვიდეა, თუმცა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ადგილზე რჩებიან და პროტესტის 24 - საათიან რეჟიმს აგრძელებენ.

"არ დათმო ქვეყანა, არ დათმო ტერიტორიები, ჩვენ ანტისაოკუპაციო მოძრაობა ვართ, რომლებსაც გვაღელვებს ქვეყნის ოკუპაცია და ამას ვაპროტესტებთ. მოვიდნენ და იძალადეს პირდაპირ. უკანონოს არაფერს ვაკეთებდით, ვაკრავდით სტიკერებს",- აცხადებს მოძრაობა "არ დათმოს" წევრი ლაშა ადამია.

იხილეთ ვიდეო: აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც დაპირისპირება მოხდა პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო