იან კელი - პომპეო მხოლოდ მთავრობას ხვდება, ეს შეცდომაა

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.

როგორც ყოფილი ელჩი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, მაიკ პომპეო მხოლოდ მთავრობას ხვდება, რაც შეცდომაა.

"პომპეო საქართველოშია, რომელიც კიდევ ერთი ქვეყანაა, სადაც არჩევნების შედეგები სადავოა, ის მხოლოდ მთავრობას ხვდება, ეს შეცდომაა", - წერს კელი "ტვიტერზე".

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოში დღეს ჩამოდის. ვიზიტის ფარგლებში მაიკ პომპეო შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავს. დაგეგმილია სახელმწიფო მდივნის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვედრას გამართავს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა