ბორჯომის მერია - მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 16 ფიტნეს ზონა მოეწყო

ბორჯომის მერიამ, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 16 ფიტნეს ზონა მოაწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფიტნეს ზონები , ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა და ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი ჩადუნელმა დაათვალიერეს და ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნენ.

„გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორები როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიმდებარე სოფლებში განთავსდა. კერძოდ: სოფელი მზეთამზე; სოფელი დაბა; სოფელი სადგერი; სოფელი ვარდგინეთი; სოფელი ზანავი; სოფელი ჩითახევი; სოფელი ქვაბისხევი; სოფელი ტაძრისი; სოფელი ციხისჯვარი; პანსიონატი პლატო; სოფელი ლიბანი; ქალაქი ბორჯომი, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია; ქ.ბორჯომი თორის ქ N6;სოფელი კორტანეთი; სოფელი ანდეზიტი; ქალაქი ბორჯომი, ვაშლოვანის დასახლება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია, ფიტნეს ზონების მოწყობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს. მერიის მიზანია, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა დასახლებული პუნქტი სპორტული ინფრასტრუქტურით აღიჭურვოს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა