„ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, ზესტაფონში, პროექტ „გაამწვანე მომავლის“ ფარგლებში, იფნის ნერგები დაირგო

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე იფნის ნერგები დაირგო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“„ჯორჯიან მანგანეზიდან” აცნობეს, ღონისძიება კამპანია „გაამწვანე მომავალის“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც კომპანიის სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის ინიციატივით, ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო.

მათივე ინფორმაციით, აქცია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ჯამში 15 000 ხის დარგვა იგეგმება. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, წელს, ღონისძიებას მასშტაბური სახე არ ჰქონია და მასში მონაწილეობა, გასული წლისგან განსხვავებით, სკოლის მოსწავლეებს არ მიუღიათ.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა კომპანიის ხელმძღვანელი პირების გარდა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგლიჩიძემაც მიიღო.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, შარშან დაწყებული კამპანია „გაამწვანე მომავლის“ ფარგლებში, „ჯორჯიან მანგანეზმა“ ზესტაფონისა და მუნიციპალიტეტის 18 სოფლის 26 სკოლასა და 48 საბავშვო ბაღს 4 ათასამდე აკაციისა და იფანის ნერგი უკვე გადასცა. აღნიშნული აქციის ფარგლებში კი ჯამში 25 000 ძირი ნერგის დარგვა იგეგმება.

https://m.youtube.com/watch?feature=emb_title&v=seUOgGYYfaU

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს