ასლან ბჟანიამ და ვლადიმერ პუტინმა სომხეთ-აფხაზეთის სარკინიგზო მიმოსვლაზე ისაუბრეს

აფხაზეთი უნდა მოუფრთხილდეს და განავითაროს რუსეთთან ურთიერთობები,- ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს სომხეთიდან აფხაზეთში და აფხაზეთიდან სომხეთში სარკინიგზო მიმოსვლის საკითხი.

„ხელსაყრელი პირობების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ტრანზიტი. უახლოეს პერიოდში ვითარება გაცილებით გამოიკვეთება და გასაგები გახდება. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენ დავუბრუნდებით ამ საკითხს ოდნავ მოგვიანებით. ვნახოთ, რა მოხდება მთიანი ყარაბაღის ირგვლივ“ , - განაცხადა ბჟანიამ.

ასლან ბჟანიას განცხადებით, პუტინთან ერთად უსაფრთხოების საკითხებიც განიხილა.

„ის დაინტერესებულია, რომ რუსეთის ირგვლივ იყვნენ მოკავშირე რესპუბლიკები, რომლებიც მისდამი მშვიდობიანად არიან განწყობილები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

მისი თქმით, აფხაზეთს გააჩნია უდიდესი მხარდაჭერა რუსეთის სახით, რაც დასაფასებელია და საჭიროა ყველაფერი გაკეთდეს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა განვითარდეს.

2014 წლის ნოემბრის შეთანხმებაზე საუბრისას, ბჟანიას თქმით, შეთანხმდნენ კოორდინირებულ პოლიტიკაზე, თავდაცვის და უსაფრთხოების საერთო სივრცის შექმნასა და საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა