ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 75 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის გამოსავლენად ტესტირება 317 ადამიანს ჩაუტარდა, რის შედეგადაც კორონავირუსი 75 ადამიანს დაუდგინდა და დაინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 5174-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 3483-მდე გაიზარდა.

გუდაუთის საავადმყოფოში 73 კოვიდინფიცირებული იმყოფება, რომელთაგან მძიმე მდგომარეობაშია 25 პაციენტი, 23 მათგანის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კი 26 კოვიდდადასტურებული პირი მკურნალობს. სოხუმში, მობილურ ჰოსპიტალში 34 პაციენტია მოთავსებული. მათგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა, 29-ის კი საშუალო სიმძიმის.

კორონავირუსით ოკუპირებულ აფხაზეთში ორი ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 64 შეადგინა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს