მეტროსადგურ „რუსთაველის” მიმდებარე ტერიტორიაზე „ევროპული საქართველოს” ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან

მეტროსადგურ „რუსთაველის” მიმდებარე ტერიტორიაზე „ევროპული საქართველოს” ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან.

აქციის მონაწილეები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად მდუმარე აქციას გამართავენ.

პარტიის წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, დღევანდელი მდუმარე აქციის მიზანია საზოგადოებამ და საერთაშორისო პარტნიორებმა დაინახონ, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა.

„დღეს ქართული საზოგადოება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახებს, რომ არავინ აპირებს შეეგუოს არჩევნების გაყალბებას და სახელმწიფოს მიტაცებას, ეკონომიკის ჩამოშლას, ადამიანის გაღარიბებას და ზოგადად, ამ ქვეყანაში პუტინის რუსეთის ოცნების ასრულებას, რასაც სამწუხაროდ ემსახურება “ქართული ოცნების” ხელისუფლება”,- განაცხადა აბესაძემ.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს