მაიკ პომპეოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა დაიწყო

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შორის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ დახურულ კარს მიღმა იმართება და პროტოკოლით 35 წუთია გათვალისწინებული.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრის დაწყებამდე კომენტარები არ გაუკეთებიათ. თუმცა, უკვე ცნობილია ის საკითხები, რაზეც მაიკ პომპეო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ისაუბრებს. კერძოდ, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესზე, სასამართლო სისტემის რეფორმაზე და იმაზე, თუ რამდენად არის დაცული ქვეყანაში ადამიანის უფლებები.

შეგახსენებთ, რომ მაიკ პომპეო საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. ასევე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ორდღიანია და ის დღეს დასრულდება. საქართველოს შემდეგ მაიკ პომპეო ისრაელს ეწვევა. მაიკ პომპეო საქართველოში ჩამოსვლამდე თურქეთში იმყოფებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა