დავით ზალკალიანი - ამერიკის წამყვანი როლის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება ნატო-ში ინტეგრაციის პერიოდის ახალი ტემპით წარმართვა

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, კონკრეტული მაგალითებით დასტურდება, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის უპრეცედენტო შედეგი აქვს.

როგორც ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამერიკის წამყვანი როლის გარეშე საქართველოს გაუჭირდება ნატო-ში ინტეგრაციის პერიოდის ახალი ტემპით წარმართვა.

„ვსაუბრობ კონკრეტული მაგალითებით და უდავოა, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან მართლაც უპრეცედენტო შედეგები აქვს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით. ასევე თანამშრომლობა, რომელიც წინა ადმინისტრაციის პირობებში დაიწყო, 2016 წელს გაფორმებული თავდაცვისა და უსაფრთხოების მემორანდუმი და მისი წარმატებულად შესრულება, შემდეგ 2017 წელს თავდაცვის ახალი პროგრამის განხორციელება, ასევე აშშ-ის უპრეცედენტო წვრთნები საქართველოში, სადაც ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ნატოელებთან ერთად საქართველოს მნიშვნელოვანი ფუნქცია და როლი ჰქონდა, რამაც გააძლიერა ჩვენი თავსებადობა იმ სტანდარტებთან, ასევე ჩვენი კონტრიბუცია ავღანეთში. ამას ჩვენი პარტნიორები ძალიან აფასებენ.

ამერიკის წამყვანი როლის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება ნატო-ში ინტეგრაციის პერიოდის ახალი ტემპით წარმართვა, ამიტომ სწორედ ამაზე იყო საუბარი, რომ აუცილებელია დამატებითი იმპულსი მიეცეს ყველა ამ მიმართულებას. საუბარი იყო ეკონომიკის წინ წამოწევაზე და მათ შორის თავისუფალ ვაჭრობაზე, საქართველოში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვაზე, მეტი ამერიკული კომპანიის საქართველოში ხილვაზე. ყველაფერი ეს აძლიერებს ჩვენს მდგრადობას. აძლიერებს ჩვენს შესახლებლობას, რომ გავუმკლავდეთ იმ უმწავვეს გამოწვევებს, რომელიც რეგიონშია“,- განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს გუშინ ეწვია. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს, პრეზიდენტს - სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. პომპეო ასევე შეხვდება არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა