ბათუმში, უმაღლესი საარჩევნო კომისიის შენობასთან, მოძრაობა „იმოქმედეს" და „ლელოს“ ახალგაზრდული ფრთის წევრებმა აქცია - პერფორმანსი მოაწყვეს

ბათუმში უმაღლესი საარჩევნო კომისიის შენობასთან მოძრაობა „იმოქმედეს" და „ლელოს“ ახალგაზრდული ფრთის წევრებმა აქცია- პერფორმანსი მოაწყვეს.

აქციის მონაწილეებმა, უსკო-ს შენობასთან ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას და უსკო-ს ხელმძღვანელის პარმენ ჯალაღონიას ფოტოები ბუშტებზე დაამაგრეს და ცაში გაუშვეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, აღნიშნულმა პირებმა ახალგაზრდებს თავისუფალი არჩევანი და მომავალი წაართვეს.

მათივე თქმით, ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობიდან უნდა გადადგეს და ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. მათივე თქმით, მოთხოვნების არდაკმაყოფილდების შემთხვევაში, ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

„ყოველდღიურ რეჟიმში აქციები გრძელდება და დღევანდელი პერფორმანსი ერთ-ერთი მათგანია. სამარცხვინოდ და უტიფრად ქართველ ხალხს ხმები მოპარეს - გააყალბეს არჩევნები. თავისუფლება და ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების უფლება წაართვეს, რაც ასე არ დარჩება. ვიქნებით იქ, სადაც ქვეყანას და სამშობლოს სჭირდება“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბეგი ტაკიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო