გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა სტუდენტების საერთაშორისო დღეს 10 ახალგაზრდა დააჯილდოვა

სტუდენტთა საერთაშორისო დღეს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და ფონდის მიერ ინიცირებული სტუდენტური გრანტების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფონდიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში ხელშეკრულება გაფორმდა განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იმ ათ წარჩინებულ სტუდენტთან, რომლებმაც ყველაზე მაღალი ქულები დააგროვეს გასულ სასწავლო წელს და შედეგად ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ. შეხვედრას დაესწრნენ გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ხელმძღვანელი ზურაბ კერვალიშვილი, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე, რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში მერაბ ბერიძე და სტუდენტები.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ვაჯილდოვებთ წარმატებულ და გამორჩეულ ახალგაზრდებს, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ეუფლებიან. გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიზანი სწორედ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მომავალი პედაგოგების წახალისებაა. საოცარია სტუდენტების შრომისმოყვარეობა და დამოკიდებულება, რაც შეიძლება მეტად წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობა და გახდნენ ჩვენი სტიპენდიანტები. ეს კი ჩვენც გვიზრდის სურვილს, რაც შეიძლება მეტი უნივერსიტეტი მოვიცვათ და მეტ მომავალ პედაგოგს მივცეთ საშუალება გახდნენ ჩვენი გრანტიორები,“ - განაცხადა ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა.

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ ინიცირებული სასტიპენდიო პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს მომავალ პედაგოგებს, პარტნიორ უნივერსიტეტებში შექმნას მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა. ამ მიზნის მისაღწევად გპფ-მ უკვე გამოყო სტიპენდიები სამი სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტებისთვის, რომლებიც ჩამოთვლილ უმაღლეს სასწავლებლებში ქვეყნის საშუალო განათლების პედაგოგიურ კონტინგენტს გააძლიერებს. პროექტის ფარგლებში მიმდინარე ნოემბრის თვეში უკვე გაფორმდა ხელშეკრულება გორისა და თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებთან და ჯამში 29 ახალგაზრდა ისარგებლებს სასტიპენდიო პროგრამით. ჩამოთვლილ უნივერსიტეტებთან მიმდინარე წლის ზაფხულში უკვე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც ფონდის მიერ გამოიყო სტიპენდიები გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იმ გამორჩეული და წარჩინებული სტუდენტებისათვის, რომლებიც პედაგოგის პროფესიას ეუფლებიან და ამ სფეროში ახორციელებენ სამეცნიერო მუშაობას.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს