„საქნახშირი“ - ორკვირიანი გაჩერების მიუხედავად, თანამშრომლებს შრომის ანაზღაურებას სრულად გადავუხდით

ორკვირიანი გაჩერების მიუხედავად, „საქნახშირი“ თანამშრომლებს შრომის ანაზღაურებას სრულად გადაუხდის.

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მკვეთრად გაუარესების გამო, 2020 წლის 17 ნოემბერს “საქნახშირს“ მუშაობის შეჩერება მოუწია. კომპანიის ყველა თანამშრომელს PCR ტესტირება ჩაუტარდა, მათგან 144 ადამიანს Covid 19 დაუდასტურდა, რის შემდეგაც კომპანიის ხელმძღვანელობამ საკარანტინო ღონისძიებების გატარების გადაწყვეტილება მიიღო. ინფიცირებულები გადანაწილებულები არიან კოვიდ სასტუმროებში (საირმესა და წყალტუბოში), საწარმოს დანარჩენი თანამშრომლები კი გადასულები არიან თვითიზოლაციაში.

“სამუშაო პროცესის გაჩერების მიუხედავად, კომპანია თავის საკონტრაქტო ვალდებულებების შესრულებას გარკვეული პერიოდით მის საწყობებში არსებული მარაგების საშუალებით შეძლებს. რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალის მიუხედავად, რომელსაც საწარმო პანდემიითა და სამუშაოს შეჩერებით იღებს, კომპანია ითვალისწინებს მძიმე ეკონომიკურ ვითარებასა და თანამშრომელთა ფინანსურ მდგომარეობას, შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას, რომ ამ 14 დღის განმავლობაში დასაქმებულებს შრომის ანაზღაურებას სრულად გადაუხდის“, - აცხადებს კომპანია.

მათივე ცნობით, ორკვირიანი საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ, განმეორებითი ტესტირება ჩატარდება, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელობას საშუალებას მისცემს მიიღონ გადაწყვეტილება მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით. სამუშაო პროცესის განახლების შემდეგ, საპატიო მიზეზის გარეშე გაცდენილი დღეები, შინაგანაწესის გათვალისწინებით, მიჩნეულ იქნება როგორც უსაფუძვლო გაცდენა.

“როგორც უკვე აღინიშნა, საწარმოს 14 დღიანი გაჩერებისა და რთული ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, “საქნახშირი“ თანადგომას უცხადებს თანამშრომლებს, გაცდენილი დღეების მიუხედავად, ისინი სრულად მიიღებენ ანაზღაურებას. გარდა ამისა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კომპანია კატეგორიულად აფრთხილებს დასაქმებულებს, დაიცვან თვითიზოლაციის წესები და თავი შეიკავონ ნიებისმიერი ხასიათის თავშეყრისგან. იზოლაციის წესების დარღვევა შესაძლოა გახდეს დამრღვევის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი“, - აცხადებენ “საქნახშირში“.

ამასთან, კომპანიაში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი და ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც ხდება დასაქმებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება (ცხელი ხაზი: 595 33 77 54; 595 33 77 40; 595 33 73 18).

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა