ნათია მეზვრიშვილი - სახელმწიფო მდივანმა უმნიშვნელოვანესი საკითხები გააჟღერა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობა უმაღლეს დონეზეა

სახელმწიფო მდივანმა უმნიშვნელოვანესი საკითხები გააჟღერა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობა უმაღლეს დონეზეა, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა კუთხით კიდევ უფრო გაღრმავდება.

„ეს მტკიცე, სტრატეგიული პარტნიორების შეხვედრა იყო. სახელმწიფო მდივანმა უმნიშვნელოვანესი საკითხები გააჟღერა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობა უმაღლეს დონეზეა. რეგიონებს შორის მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რეგიონში აშშ-ის წარმომადგენლების გაძლიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობას. ხაზგასმით აღნიშნა, აშშ-ის როლი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის და აგრეთვე დემოკრატიის განვითარებისა და ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში. რა თქმა უნდა, აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა განიხილა როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ისე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს გუშინ ეწვია. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს, პრეზიდენტს - სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. პომპეო ასევე შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა